დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის, სპეციალური მიწვევით სიტყვით მიმართა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს.
თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ დესტრუქციულ და უკანონო ქმედებაზე, მცოცავ ანექსიასა და ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 2019-2020 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის 2020 წელს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი „ქართული სეზონის“ მზადება და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, პარლამენტში ბრექსიტთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გააქტიურებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე, მათ შორის ბრექსიტის შემდგომ ბრიტანელი მონიტორების მონაწილეობას აუცილებლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
მასპინძლების მხრიდან განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა, საქართველო არის რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული პროგრესის, ეკონომიკური ზრდისა და საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყანა. ბრიტანელი პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის პროროგირებამდე (საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის გადადება) ერთი დღით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა ხაზს უსვამს ბრიტანელი პარტნიორების მზარდ ინტერესსა და საქართველოსადმი უპირობო მხარდაჭერას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.