ხონის გამგებელი ჯემალ მებუკე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
21-08-2015, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქ. ხონში სპორტსკოლის მისასვლელთან გზის მოასფალტების სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ დაათვალიერა და მშენებლებსა და მიმდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს გაესაუბრა.


ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, აღნიშნულ მონაკვეთზე კი დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება და ხვალიდან სპორტსკოლამდე მისვლა მოასფალტებული გზით იქნება შესაძლებელი.


ხონის მუნიციპალიტეტშივე, თუთისანის ქუჩაზე გზის ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგებაც მიმდინარეობს, რასაც მონიტორინგს გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უწევს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ჯ და ჯ ,, ახორციელებს.

 

 

გორდი კინჩხას დამაკავშირებელი გზის 5 კმ-იან მონაკვეთზე კი ასფალტის საფარის დაგება დასრულდა და ამ ეტაპზე სანიაღვრე არხებისა და სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტსაც, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. ,, ჯ და ჯ,, ახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი