თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ტრენინგს - „კრიზისების მართვა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ მასპინძლობს.
სემინარი DIBS-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მსმენელებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ოთხდღიან კურსს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ღიბრაძე და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ტრენერები უძღვებიან.
ტრენინგი საქართველოს შიდა კრიზისების მართვის სისტემას შეეხება. კურსის ფარგლებში მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს როგორ საქართველოს, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე გაეცნობიან. მსმენელები გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებულ სტილსაც შეისწავლიან და პრაქტიკულ ცოდნას ერთდღიანი კიბერშეტევის სიმულაციურ სცენარზე მიიღებენ.
ტრენინგი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.