ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. საწარმო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ, „თოლისკურის“ ხელმძღვანელთან, გვანცა კიკალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სოციალური საწარმო „თოლისკური“ ევროკავშირის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. ჩირი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. საწარმოში დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული ორი პირი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.