გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
10-09-2019, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

 

 

სხდომა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის - ხათუნა თოთლაძის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში ღასან ხალილისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის - ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა. ხათუნა თოთლაძემ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმების - შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის და ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ აღსრულების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშების გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბავშვის უფლებათა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას მისი შექმნის მომენტიდან და მზადაა განაგრძოს თანამშრომლობა კომისიის ეფექტურად მუშაობისთვის. მან მოკლედ მიმოიხილა კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები და მადლობა გადაუხადა დამსწრე პირებს თანამშრომლობისთვის.

 

 

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და რეაგირების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა მილენა ჰარიზანოვამ. გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა - ნონა ციხელაშვილმა, კომისიის წევრებს წარუდგინა აღნიშნული გზამკვლევის პროექტი და მიმოიხილა საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის არსებული მდგომარეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი