გიორგი გახარიამ ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
11-09-2019, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას.

 

 

ანდერს ფოგ რასმუსენს, რომელიც თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ  მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას.

 

 

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

ანდერს ფოგ რასმუსენმა გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი