იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განახლდა
11-09-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განახლდა.

 

 

წლის დასაწყისი სიმბოლურად, სოფელ ფარცხანაყანევში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა. შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ დაათვალიერეს.

 

 

საბავშვო ბაღში მოწესრიგდა გარე ფასადი, სველი წერტილები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 889 ლარი დაიხარჯა.

 

 

სკოლამდელი დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნა და პრიორიტეტი იყო, რაზეც რეაგირება ადგილობრივმა მთავრობამ უმოკლეს ვადებში მოახდინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი