ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
21-08-2015, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ცენტრალური გზის 1 165  მეტრიან  მონაკვეთზე,  ბეტონის საფარის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან  გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ასევე  ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლისთვისაც 65 000 ლარია გამოყოფილი.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში  სოფელ ნიჩაფაში, წერეთლის, თავბერეების, დიდწიფელას უბნებში, მარჯვენა და მარცხენა რკვიაში გზების მოხრეშვა – მოშანდაკების პროცესი ხორციელდება. სამუშაოები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გერონტი დევდარიანმა, სოფლის დეპუტატთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  მოინახულა.


საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტყლაპივაკეში კაპანაძე – ბუცხრიკიძეების უბანში, მაცხოვრის ეკლესიასთან მისასვლელი გზის  220 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნული პროექტისათვის 32 000 ლარი გამოიყო, რომელიც გზის რეაბილიტაციის გარდა, ასევე ითვალისწინებს დავლაძეებისა და ფოცხვერაშვილების უბანში  წყალსადენის  მოსაწყობად საჭირო მასალების შეძენას.


შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე საუბნო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჭიათურის ქუჩის I  ჩიხში,  130 მეტრიან მონაკვეთზე  მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინა მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის ფენილის დასაგებად უკვე ჩატარებულია ჭიათურის II, III და IV ჩიხებშიც. პროექტის საერთო ღირებულება 17 000 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი