28 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
11-09-2019, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე არაერთ ოჯახს გადაეცა. მათ ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. 

 

 

„კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ. 14 ოჯახს ბინები დადიანის N2-ში დაუკანონდება, ცხრა  ოჯახს - თენგიზ სტურუას N29-ში; სამ ოჯახს - ქიზიყის ქუჩის N23-ში; ორ ოჯახს - მუხიანის დასახლებაში; ერთ ოჯახს - წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში და ერთ ოჯახს - გრიგოლ ლორთქიფანიძის N22-ში. ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან იმისთვის, რომ ბინების დაკანონება მოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი