დიპლომატები, რომლებიც სამი თვის ვადაში თანხმობას ვერ მიიღებენ, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან
12-02-2014, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნებიან გათავისუფლებული.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი სახელმწიფოსგან პასუხს არ მიიღებს. იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც - ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

 


როგორც აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განმარტავს, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სახელმწიფო თანახმა არ არის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნული პირი იქნას მივლენილი. ასეთი შემთხვევების დროს, დიპლომატიურო პრაქტიკა ითვალისწინებს გაგზავნილ მოთხოვნაზე არა პირდაპირ უარს, არამედ პასუხის გაჭიანურებას, რაც შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ან საერთოდ არც გამოიგზავნოს პასუხი.

 

 

"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან სამუშაოდ მივლინებამდე დიპლომატიური თანამდებობის პირები იღებენ თანამდებობრივ სარგოს, თუმცა რეალურად არც უწევთ ფუნქციის განხორციელება, ან რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულება", - აღნიშნული კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/269686-diplomatebi-romlebic-sami-thvis-vadashi-agremans-ver-miigheben-thanamdebobidan-gathavisufldebian.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი