თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების თარიღად 1 ნოემბერი გამოცხადდა.
ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალარჩეულ პარლამენტში მმართველი კოალიცია ვერ შეიქმნება.
ივნისში გამართულ არჩევნებზე მმართველმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, პირველად 2002 წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. მოლაპარაკებები კოალიციის შექმნის თაობაზე კი უშედეგო გამოდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.