ავიაკომპანიის „Wizz Air“-ის მიერ განხორციელდა პირველი ავიარეისი ქუთაისი-ეინდჰოვენის მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ეინდჰოვენის აეროპორტში პირველი რეისის დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე.
ქუთაისსა და ეინდჰოვენს შორის დაბალბიუჯეტიანი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია “Wizz Air ” ქუთაისსა და ეინდჰოვენს შორის ფრენებს კვირაში სამჯერ განახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.