დავით ზალკალიანი უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტის ფარგლებში უზბეკ კოლეგას შეხვდა
11-09-2019, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.
 


შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი უზბეკეში, რაც სრულიად ახალ დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს.
 


მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები.  უზბეკეთი, ისევე როგორც საქართველო დაინტერესებულია განავითარო ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა უზბეკეთი დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალი და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმით არსებული შესაძლებლობები. მაღალი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ტაშკენტი-თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით. მინისტრები შეთანხმდნენ შემუშავდეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საგზაო რუკა.

 


„უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ პოტენციალის ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების გამოყენებისთვის ჩემს ვიზიტს გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ, ამ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს, რადგანაც უზბეკეთში დიდი რაოდენობით პროდუქციაა, რომელიც შეიძლება საქართველოს გავლით იყოს გატანილი ევროპულ ბაზარზე, სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პორტების დანიშნულება და სატრანსპორტო-დამაკავშირებელი ხაზის გამოყენება უზბეკეთისთვის იქნება პრიორიტეტული.“-აღნიშნა მინისტრმა.
  


შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, მათ შორის ინიციტივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
 


აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ქ. ტაშკენტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სიმონ ნოზაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი.  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები უზბეკეთის ოლა მეჯლისსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი