წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გათვალიწინებული სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქ წყალტუბოს მასშტაბით, საცხვორებელ კორპუსებთან მისასვლელი გზების, ჩიხების და ცენტრალური მაგისტრალების 90-% განახლებული და რეაბილიტირებულია.
სამუშაოების მიმდინარეობა და ხარისხი მერთან ერთად მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ შეამოწმა. წყალტუბოს მერის თქმით, სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში მიმდინარეობს.
ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილსა და ლერმონტოვის ქუჩის შემაერთებელი გზის, ასევე კოლხეთის ქუჩის N25, N27, N29, N31 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება კიუვეტები, ცხაურებით. პორექტის საერთი ღირებულება 120 630 ლარია. კოლხეთის ქუჩაზე გზის გარდა, მოეწყობა ბორდიურები, შეკეთდება საკანალიზაციო ჭები და შეიცვლება სახურავები. სამუშაოებს შპს.“ჯ დაჯ“ ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.