ონის მუნიციპალიტეტის მერმა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
11-09-2019, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 

 

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ . თათბირზე მოხდა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება; ➡️მერის განცხადებით,სამომავლოდ , აღნიშნული პროექტის განხორციელებისას დაიგეგმება უფრო მოქნილი და მკაცრად გაწერილი გრაფიკი,რათა მუნიციპალიტეტიმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების პრობლემას, სახნავ-სათეს სავარგულებთან და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სოციალურ თემატიკას.

 


ემზარ საბანაძის განცხადებით ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიამალურად იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებზე.

 


მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 14 სექტემბერს ქალაქ ონში დაგეგმილი უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციის შესახებ.

 


თათბირს ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი გიორგი დარახველიძე, რომელმაც წარმომადგენლების მიერ სატყეო სექტორთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცა პასუხი, ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერუჩაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალი პროექტების და ზოგადად სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

 


თათბირს ესწრებოდა შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი