ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ადვილია, შესყიდვებიდან იმ მოწყობილობების ამოღება, სადაც გიორგი გახარიას "მუქარის წერილი" დაიბეჭდა.
„გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და რომ ასეთ წერილს ყველა დაწერს. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება, ან მისი მდივნის, რომელმაც ეს აკრიფა, ან მისი თანაშემწის, რომელმაც ეს გამოიტანა. ძალიან ადვილია, შესყიდვებიდან ამოვიღოთ ის მოწყობილობები, ქსეროქსი და საბეჭდი მასალები, სადაც ეს წერილი დაიბეჭდა. ერთადერთი ამ წერილში ბოლოში არ არის ნათქვამი გახარიამ რომ იცის: „წერტილი“, „ხაზარაძე, ახლა მიდი და ზურაბიშვილს დაუჭირე მხარი, დახურე „ტვ პირველი“ და „არტარეა“ და წერტილი“. აი, წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში. ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს. 21-ე საუკუნეა, აი, დინოზავრის ხმების აღდგენაც კი უნდათ გამოქვაბულში და პორტრეტი კი არა, გახარიას ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს ამ წერილს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.