"MAP - ს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია მოჰყვება, NATO - ში გაწევრიანებას კი – აფხაზეთის!"
22-08-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე აგვისტო ძალზედ დატვირთული აღმოჩნდა პოლიტიკური განცხადებების მხრივ, რომლებიც საქართველოს ნატო–სთან ურთიერთობების პერსპექტივას შეეხებოდა. ქვეყნის შიგნით თუ დასავლეთში, სხვადასხვა მოსაზრებები გაისმოდა, როგორც ოფიციალური პირების მხრიდან (ხიდაშელი, ზაქარეიშვილი და სხვები) ისე ექსპერტ–ანალიტიკოსების მიერ, ყველანი "ოპტიმისტური" პათოსით გამოირჩეოდნენ. რამოდენიმე დღეში კი, ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა საქართველოს, ხოლო სექტემბერში ნატო–ს სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმება თბილისის სიახლოვეს. აგვისტოშივე, ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი საპასუხო "ხედვა დაფიქსირდა" რუსეთის ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში, სადაც, საქართველოსთვის "ნაკლებად ოპტიმისტური ნოტები გაჟღერდა", მეტიც, – საგანგაშო! შევეცდები, რომ ძალზედ ვრცელი არ ვიყო...

 

 

მე არ ვიცი, თუ საიდან და რის საფუძველზე აქვთ ასეთი "არარეალურად ოპტიმისტური" განწყობა ქართველ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გაისად საქართველოსთვის ვარშავის ნატო–ს სამიტზე მაპ–ის (Membership Action Plan – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.) მიცემა სავსებით შესაძლებელია, მეტიც, შეიძლება მაპ–ის გარეშეც მიგვიღონ ნატო–ში, როგორც ამას "მოითხოვს" ერთი ამერიკელი პოლიტანალიტიკოსი...?! მაგრამ, თუ დავუბრუნდებით რეალობას, საღად გავაანალიზებთ ჩვენს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის "მრავალნაირ" სცენარებს და მიზნებს საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ, თუ მართლაც არ ხართ საქართველოს მტერი, ანდა პოლიტიკურად ბრიყვი და ბეცი, აუცილებლად დაინახავთ და მიხვდებით, რომ მოვლენების ამდაგვარად განვითარების შემთხვევაში (საქართველოსთვის მაპ–ის მიცემა და ნატო–ში გაწევრიანება), რუსეთი განახორციელებს საქართველოს ორი რეგიონის ანექსიას, რომლებიც ამჟამად აქვს "დამოუკიდებელ სახელმწფოებად აღიარებული".

 

 

დიახ, ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქმედების სტრატეგია და მისი ტაქტიკური მონახაზი "დაეფუძნება" საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ, რუსეთი "სხვადასხვა პასუხს გასცემს" საქართველოს მოქმედებას ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე. მოკლედ, თუ საქართველოს მაპ–ს მისცემენ, მაშინ, რუსეთი ე.წ. სამხეთ ოსეთში "ჩაატარებინებს რეფერენდუმს", რომელშიც იქნება ერთი საკითხი – "სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიას გაერთიანება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში", – რასაც 99,9 % მცხოვრებლების დადებითად უპასუხებს. აი, ასე მოხდება ცხინვალის რეგიონის ანექსია და სადაც ახლა საოკუპაზიო ხაზთან "სასაზღვრო ბანერებს" დგამენ რუს–ოსები, რომლებსაც "რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტია" აწერია, მას უკვე დააწერენ – "გოსუდარსტვენაია გრანიცა როსსისკოი ფედერაციი"!.. ხოლო, საქართველოს ნატო–ში "სავარაუდო" მიღებას, რუსეთის მიერ უმალ მოჰყვება აფხაზეთის ანექსია!.. ასე რომ, იფიქრეთ ქართველებო, კარგად დაფიქრდით, განსაკუთრებით ქვეყნის ხელისუფლება, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, არათუ ახლანდელი თაობებისთვის, არამედ ქართველების მომავალი თაობებისთვისაც შეუძლებელი იქნება!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი