საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან კაუპო კანდისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს კაუოპო კანდიმ მინისტრის მოადგილეს გააცნო ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და მიაწოდა ინფორმაცია ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოფისის ხელმძღვანელს დაუდასტურა, რომ საქართველო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამყარებულია სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი ხელშეკრულებებით. მათ საფუძველზე საქართველოში ფუნქციონირებს სასამართლოს ოფისი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.