ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის განვრცობის გარეშე გაწევრიანების სურვილს ალიანსში ვერ ხედავს
12-09-2019, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს NATO-ში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მე-5 მუხლის მოქმედების გარეშე გაწევრიანების შესახებ ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქით“ ეხმაურება და ამბობს, რომ იგი ვერ ხედავს NATO-ში სურვილს, განიხილონ ეს და არც იმის სჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ამ იდეას დროულად აღიქვამდეს.

 

 

„მე ვიხილე ამჟამინდელი დისკუსიები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მე-5 მუხლის გარეშე, რომელიც მის ორ რეგიონს ეხება. ჩემი შეხედულებით, ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ NATO-ში სურვილს, განიხილონ ეს და არც იმის მჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ამ იდეას დროულად აღიქვამდეს. საქართველოს საელჩო NATO-ში მკაფიო და კონკრეტული იდეებით, აქტიურად უჭერს მხარს იდეას - უფრო მეტი საქართველო NATO-ში და უფრო მეტი NATO საქართველოში. ეს არის მართებული მიდგომა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. და NAC-ი (ჩრდილო ატლანტიკური საბჭო) მალე საქართველოში იქნება, რომ განიხილოს თუ როგორ გავაღრმავოთ შემდგომი ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება მას წევრობის მოსამზადებლად“, აცხადებს აპატურაი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი