იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა ზესტაფონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გახსნეს.
ღონისძიებას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში განთავსდა. ახლად რეაბილიტირებული ფართი 120 კვადრატულ მეტრს მოიცავს, გამოყოფილია მოსასვენებელი ოთახები ექიმების, ექთნებისა და მძღოლებისათვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ადმინისტრაციული შენობა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია იუწყება, ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი წლების განმავლობაში ერთ–ერთი დაწესებულების სარდაფში იყო განთავსებული. თანამშრომლებს მუშაობა არასახარბიელო პირობებში უწევდათ, რაც სამედიცინო პერსონალს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში უშლიდა ხელს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა იმერეთის რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.