„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განცხადებას ამ წუთებში ანაკლიაში აკეთებს.
ბანკირი, რომლის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების მუხლით აქვს აღძრული, აცხადებს, რომ ქვეყანაში „ახალი რეალობაა“ შესაქმნელი.
მან ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მე მინდა ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის. უნდა შეიქმნას იმის ნიადაგი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტული ნიჭიერი ადამიანები, ქართველები დაბრუნდნენ საქართველოში.
„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია - 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.
112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ.
ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა - „ლელო“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც ორგანიზაციის სახელწოდება არ წარმოუთქვამს და მხოლოდ დაფაზე დაწერა.
ხაზარაძემ თქვა, რომ მალე საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.