საზოგადოებრივ მოძრაობაში „ლელო“ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები, – განაცხადა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, მოძრაობაში „ლელო“ ადამიანები ქვეყნის შეცვლისთვის ცოდნით, ძალებითა და ენერგიით ერთიანდებიან.
„აქ ერთიანდებიან გამბედავი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩვენ-ჩვენს პროფესიაში წარმატებული ვართ და გვიკეთებია საქმე, მაგრამ ვხვდებით, რომ მხოლოდ ჩვენს პროფესიაში წარმატების მიღწევა აღარ არის საკმარისი, რათ ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, ჰქონდეს წარმატება. ჩვენ ვერთიანდებით ცოდნით, ძალებით, ენერგიით, რომ ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა. რაც აქამდე ხდებოდა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი. სადაც დღეს ვართ, არ ვართ კმაყოფილი. ბევრი დრო გვაქვს დაკარგული. დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ადამიანები, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაკარგვა და დავისახოთ გამარჯვების მიზანი, უნდა ვიაროთ წინ გამარჯვებისკენ მიზანმიმართულად, ერთობით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობით და გვინდა, მუდმივად გვქონდეს მოძრაობის სულისკვეთება და არა ერთ ადგილას გაჩერებული წარმონაქმნის. მოძრაობის სულისკვეთება, რომელიც პარტიასაც და სხვა საქმესაც, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს ენერგია და დინამიზმი გაჰყვება მნიშვნელოვან პრინციპად“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.