ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თემაზე კომენტირებისას.
ირაკლი სესიაშვილი პოლიტიკურ პროცესში ახალგაზრდების ჩართვას მიესალმება, მისი თქმით ეს, პარტიას თუ არა, ქვეყანას მაინც გამოადგება.
„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე შემოვიდა პოლიტიკურ ველში და შემიძლია კრიტიკულიც ვიყო და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯებისკენ. მივესალმები, თუ მოახერხებს ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში. მის პარტიას თუ არ გამოადგება, ქვეყანას მაინც გამოადგება.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანია, ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მე მირჩევნია გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ 100 მილიონი უკვე დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, ახლა მანაც შეასრულოს ვალდებულებები. ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა, მე დღეს მოვუსმინე, არ ვიცი, ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, თუმცა, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, როცა ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება“ , - განაცხადა სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.