„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთო. თურმე ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე“ - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის და მისი თანამოაზრეების მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.
„ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი. ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნების წინ. მართლა ხომ არ ჰგონია, რომ სკლეროზი გვაქვს და რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო „საქართველოს რკინიგზის“ ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი იქნებოდა დამთავრებული და ის იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება - არა ოლიგარქის საკუთრება, არა ბარიგის საკუთრება, არა მორიგი მევახშის საკუთრება - ქართველი ხალხის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს. ერთად გაარჩიეს პორტის მშენებლობა, მერე ერთად მიითვისეს ეს პორტი და ეხლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშავოს?! და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ?! ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ივანიშვილი, მისი პატრონი. ახლა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს. ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავში. მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ეხლა კიდევ ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე. მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა და საქართველოში რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო საქართველოში არასდროს არ დადგება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.