საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა
12-09-2019, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს გამოქვეყნდა „Fraser Institute“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველომ ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

 


„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის შეფასებით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 0.6 პუნქტით, რამაც საქართველოს მე-13 პოზიციიდან მე-12 პოზიციაზე გადანაცვლება გამოიწვია.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება გამოწვეულია:

 

 

• მთავრობის ზომის კრიტერიუმის 0.08 ქულით გაუმჯობესებით (7,5-დან 7,58-მდე), რაც განპირობებულია სახელმწიფო მოხმარების, ტრანსფერებისა და სუფსიდიების მოცულობის შემცირებით 2016 წელთან შედარებით;

 


• სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების კრიტერიუმის გაუმჯობესებით 0.03 ქულით (6.31-დან 6.34-მდე), რაც განპირობებულია მიუკერძოებელი სასამართლოს, საკუთრების უფლების დაცვისა და პოლიციის სანდოობის შეფასების გაზრდით;

 


• საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების კრიტერიუმი - გაუმჯობესებულია 0.18 ერთეულით (8.56-დან 8.74-მდე) ამ ნაწილში გაუმჯობესების რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, საჯარო სექტორიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ვაჭრობაში არსებული ბარიერების კრიტერიუმის გაუმჯობესება, კაპიტალის და ადამიანების გადაადგილების კონტროლის კრიტერიუმში გაუმჯობესება.

 


• რეგულირების კრიტერიუმი - გაუმჯობესებულია 0.05 ერთეულით (8.1-დან 8.15-მდე) გაუმჯობესება გამოწვეულია შემდეგ კრიტერიუმებში არსებული გაუმჯობესებით: კერძო სექტორის კრედიტები, საკრედიტო ბაზარზე არსებული რეგულაციები, სამსახურში აყვანასა და განთავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საგადასახადო მოთხოვნების შესრულება და ბიზნეს რეგულაციები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი