დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მან დედოფალი ელისაბედი, პარლამენტის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით რჩევის მიცემის დროს, მოატყუა.
ბორის ჯონსონმა ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება უკანონოდ ცნო.
ჯონსონი კონკრეტულ კითხვას - მოატყუა თუ არა მან დედოფალი, როცა პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზეზები დაუსახელა, პასუხობს - „სრულებით არა“.
მისი თქმით, ინგლისის უმაღლესი სასამართლო აშკარად მათ ეთანხმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უზენაეს სასამართლოს მოუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.