საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.
დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014 - 2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.
ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა რატი ბრეგაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.