„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
კახა დამენიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.