გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ლევან დავითაშვილმა CNFA-ის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.
მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ეძლევათ. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას, რომელიც საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის გაუჯობესების შესაძლებლობას მისცემს და დიდი მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.
მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის შედეგად, თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის სექტორში რისკის შემცირების საკითხი წარმოადგენს.
CNFA-ის პრეზიდენტმა, სილვან როიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ CNFA მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.