რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. როგორც ბულგაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.
"აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სარკინიგზო ძალები აფხაზეთში ჩავიდნენ ივლისის თვეში. ყველა სამუშაო მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია რესპუბლიკის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირება", - განაცხადა ბულგაკოვმა.
მისივე თქმით, საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე, 33 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო და 50 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვარაუდობს, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ბულგაკოვის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.