იმედი გვქონდა, რომ ახალი მოძრაობის დაფუძნებით რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
“მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისაგან გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.
“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელო" დააარსა, რომელიც, მისივე თქმით, მალე პოლიტიკურ ორგაანიზაციად გადაკეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.