„ცნობილია, რომ მიშას ეპოქაში TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქავდა პატარა ლიფსიტას, ამიტომაც, კიდევ საკითხავია, ხაზარაძე იყო მიშას ზონდერი თუ პირიქით?“ - გია აბაშიძე
12-09-2019, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში „ზოგიერთი ბანკირი ფინანსური ზონდერი იყო და მათი მეშვეობით ნაცრეჟიმი ახდენდა ქონების წართმევას. თუმცა, ხაზარაძის 'იმპერიაში' ყველაფერი უკუღმა იყო - TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქავდა პატარა ლიფსიტას“, აცხადებს პოლიტოლოგი გია აბაშიძე და განაგრძობს „ამიტომაც, კიდევ საკითხავია, ხაზარაძე იყო მიშას ზონდერი თუ პირიქით?“

 


„რამდენიმე არასამთავრობოელის გზავნილი, მაღალი ალბათობით მამუკა ხაზარაძის მიერ ორკესტრირებული, სახელმწიფოს მიტაცების [state capture] მზარდი ტენდენცია მარტის დასაწყისიდან, ხაზარაძის პარლამენტის კომიტეტში გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ახლახანს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებულ კონფერენციაზე ერთ-ერთ პანელზე ეს თემა იყო. თუმცა, რატომღაც დიდად ვერ აიწია იქ ტემპერატურა. შესაძლოა, მანამდე ინაშვილი-კრამერის ინციდენტის გამო, შეიძლება სხვა მიზეზის გამო.

 


თუმცა, მოდით, მივყვეთ „ლელოელს“.

 


იანვარში იყო პროკურატურის განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე, თებერვალში, ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC-ის სამეთვალყურეო საბჭოდან გავიდნენ.

 


მებადება შეკითხვა მიტაცებაზე ['დაქეფჩერებაზე'] ვინ საუბრობს? ის ხაზარაძე ხომ არა, რომელსაც სააკაშვილის დროს მიტაცებულის მიტაცება ['დაქეფჩერება'] პოსტ-სააკაშვილის ეპოქაში აღარ მიეცა?

 


ზოგს მოკლე მეხსიერება აქვს, ზოგს შერჩევითი, ზოგს საერთოდ არ აინტერესებს სიღრმეები და დეტალები. შეგახსენებთ:

 


- 2016 წლიდან მოყოლებული 'ანაკლიის კონსორციუმმა' ხაზარაძის უსტაბაშობით, ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფომ, თუ არ ვცდები, შვიდჯერ გადაუვადა შესრულების ვადები. ბოლო ვადაა 2019 წ. 31 დეკემბერი. მერე ვნახოთ როგორ იმოქმედებს სახელმწიფო;

 


- 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და ლევან ლებანიძეებს ბანკი „კონსტანტა“ აახია სააკაშვილი-ადეიშვილის „მართლმსაჯულების“ ზეობისას. [სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო სიუჟეტი რადიო „თავისუფლებაზე“. 2019 წ. იანვარი];

 


- ცნობილია ისიც, რომ მიშას მართლაც და 'დაქეფჩერებულ' [მიტაცებულ] ეპოქაში ზოგიერთი ბანკირი ფინანსური ზონდერი იყო და მათი მეშვეობით ნაცრეჟიმი ახდენდა ქონების წართმევას. თუმცა, ხაზარაძის 'იმპერიაში' ყველაფერი უკუღმა იყო - TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქავდა პატარა ლიფსიტას.

 


ამიტომაც, კიდევ საკითხავია, ხაზარაძე იყო მიშას ზონდერი თუ პირიქით? და ვის, რა ჰქონდა მიტაცებული 'დაქეფჩერებული' და ვის აღარ მისცეს ამის საშუალება 2012 წლის შემდეგ...“, წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლევანი
      
აბსოლუტური სიმართლეა! მიშას რეჟიმის დროს, როდესაც გაათმაგდა თიბისი-ს მოგება და კაპიტალი, გამორიცხულია ერთად რომ არ ემოქმედათ. კრედიტის ამღებს ვადაგადაცილებაზე 15-30%-ს ახევდნენ საწყალს თვეში საურავის სახით, ცალკე ფიქსირებული ჯარიმა და პროცენტი კიდევ ცალკე ემატებოდა! ასე იყო ეს! აღარ ვიძახი იმ ფინანსურ ანალიზს, რომელსაც აწვდიდა თავის კლიენტებზე (რომელიც კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო) თიბისი ადეიშვილის მწველავებს!
12 სექტემბერი 2019 10:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი