გიორგი გახარიამ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა
12-09-2019, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას.

 


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით აღნიშნეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 


მედლინ მუნმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელების პროცესს.

 


ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის უსაფრთხოების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი