„არ ეგონოს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული, მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ“, განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში" სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ მასსა და ივანიშვილს შორის არსებული ურთიერთობა და კონტაქტი გაწყდა.
„ჩვენი კონტაქტი გაწყდა, როგორც კი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული, ჩვენი კონტაქტი გაწყდა და მე ახლავე მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, რომ არასდროს, არასდროს... მე არ ვაფასებ გიორგი მოღვაწეობას, კარგი პრემიერი იყო თუ ცუდი პრემიერი, ეს ყველამ ცალ-ცალკე შეაფასოს, მაგრამ ის არის ერთ-ერთი წესიერი კაცი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, კარგი მეგობარი, კარგი ოჯახის მამა და არასდროს, მე მინდა ხაზი გავისვა, არასდროს და მე მინდა პირველ რიგში ივანიშვილმა გაიგოს, მას გადატრიალებული სიტყვა, როცა იგი ხელისუფლებაში იყო, არც ბიძინა ივანიშვილზე, არც რაღაცა პარტიის შექმნაზე, ჩემთან არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ არსებობს კაცობა და ასებობს სამართალი. აქვე მინდა ვთქვა, რომ არ ეგონოს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული, მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ“, განაცხადა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.