„ძალიან გულწრფელად მინდა ვუთხრა სააკაშვილს. პირველ რიგში მან ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს“, განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ,
„ის ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირად, არანაირად იმ ადამიანს, ადამიანს რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ადამიანია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მანამ სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრებოდა ჩემს წინააღმდეგ, მაშინაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა და არ წავსულვარ. არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან, თუმცა მე როგორც ბიზნესმენს, შემეძლო ამის გაკეთება. როცა პრეზიდენტი ხარ და პასპორტს იცვლი და ამბობ, იცი, რაა, დამიჭერდნენ და ა.შ. მთავარსარდალი ხარ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები, რომელსაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის“, განაცხადა ხაზარაძემ და კატეგორიულად გამორიცხა როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.