მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და მასთან საუბრების დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ ივანიშვილი მასთან ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავის ვიწრო წრეში მოგვარებას შეეცადა, შეხვედრას კი სოლოლაკის სასახლეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.
როგორც ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, ჩხარტიშვილი „თიბისი ბანკისგან“ 30 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და ივანიშვილთან სტუმრობისას მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც წააგავდა „პატარა სასამართლოს, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც“.
„მე ეს საუბარი არ დამიწყია, მე არ გამომიტანია ჩვენი შიდა საუბარი არასდროს. მე პატივს ვცემ ჯენტლმენურ მოლაპარაკებასაც და ოთახში მოლაპარაკებასაც. ეს გამოიტანა ბიძინა ივანიშვილმა გარეთ. რახანაც გამოიტანა, მე არანაირ მორალურ პასუხიმგებლობას არ ვგრძნობ, რომ ამაზე ვლაპარაკობ, მან დაიწყო და მე მოგიყვებით დეტალურად რა მოხდა. არსებობს ასეთი პერსონა, მიჭირს რომ მას ბიზნესმენი დავუძახო, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში, ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე, ჩხარტიშვილმა, და დაიწყო სამართლებრივი დავა. იგი ჩვენ, „თიბისი ბანკს“ სთხოვდა 30 მილიონ დოლარს, აბსოლუტურად აბსურდული თემა იყო ეს. ჩვენ ბუნებრივია დავიწყეთ თავის დაცვა, ლეგალურად, ავიყვანეთ იურისტები, ჩვენი შიდა იურისტები ჩაერთვნენ და აღმოვაჩინეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვა მსხვილი კომპანიების მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან და ყველა ეს საქმე ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური, მისი მოგებით და ჩვენ მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც...
ვიყავი გერმანიაში, მივიღე ზარი ბიძინა ივანიშვილისაგან, ეს იყო პარასკევი, დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. იგი მარმუწნებდა, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო საასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამის გარჩევა და მე ვუთხარი, მე ამას ვერ გავაკეთებ, მე არა ვარ 100 პროცენტით ბანკის მფლობელი, არის აქციონერი და არის თავმჯდომარე და თავმჯდომარეს აქვს თავის შეზღუდვა, და მითხრა სარჩელი გამოიტანეთ და მოილაპარაკეთო.
ერთი საათის საუბრის შემდეგ, არსებობენ ადამიანები, დაბადების დღეზე ვიყავი გერმანიაში და როცა დამირეკა, ორი ადამიანის თვალწინ ხდებოდა ეს ამბავი. პირველად დამირეკა, შეიძლება მეორედ, ყოველ შემთხვევაში ამხელა საუბარი მე მასთან არ მქონია, მეგობრული საუბარი იყო, მითხრა, მე ჩემს შვილსაც არ დავაძალებ რამეს, მე დავურეკე, ძალიან რთული იყო ჩემს უცხოელ პარტნიორებთან იმის თქმა, რომ ეხლა შეტანილი გვაქვს და სამართლებრივი ბერკეტი უნდა გავუშვათ ხელიდან, მაგრამ მე დავარწმუნე ისინი, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, 4 დამოუკიდებელი, ინგლისიდან, ლონდონიდან დანიშნული დირექტორები არიან, და ამის მერე მოხდა შეხვედრა მის სასახლეში. მისი სურვილი იყო, რომ მე ეს ლეგალურად, სამართლებრივად საქმე გამოგვეტანა. პარასკევს იყო ზარი, ორშაბათს ჩვენი იურისტი ჩავიდა, ცოტა შევრცხვით საკონსტიტუციო სასამართლოში...
შეხვედრა შედგა სოლოლოკაში, მის სახლში, შეხვედრას ესწრებოდა - ჩვენი მხრიდან, მე და ბადრი, ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ესწრებოდა ბიზნესმენი ფიფია, ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, რატომ ესწრებოდა იგი ამ შეხვედრას და ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ კიდევ ვინ ესწრებოდა იცით ამ შეხევდრას? გენერალური პროკურორი, მაშინდელი, შოთაძე. გესმით, რასთანა გვაქვს საქმე? ერთი არის რომ, მე ახლა, თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე და ბავშვობაში გვიჩხუბია და უფროსს დაუძახია და შევურიგებივართ, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე. მე აღმოვჩნდი სიტუაციაში, პატარა სასამართლო ამბავში მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც და აქვე მინდა გითხრათ, რომ შოთაძე იჯდა იქ, რომელიც ჩუმად იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში და ეს დისკუსია რომ წავიდა, რასთანა გვაქვს საქმე, გაგვარკვიე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, მან ჩაიჩურჩულა, ეტყობა მაინც გაბედა, კიდევ ვიმეორებ, პირველად შევხვდი მას საერთოდ, თან ამ სიტუაციაში, მან თქვა, რომ იგი ვერ ხედავდა ამ საქმეში რაიმე ისეთს, რაზედაც ვიყავით შეკრებილები“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.