გიორგი მღებრიშვილი: შს მინისტრი რაც ნაკლებს ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, მით უკეთესი იქნება ეს პოლიციის საქმიანობისთვის
24-08-2015, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.


"ჩვენ ახლაც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფამდე. ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა, რასაც მთლიანად საპოლიციო ფუნქციები ფარავს. ამ ეტაპზე სწორედ იმას ვაფასებთ, პასუხობს თუ არა ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები მოთხოვნებს, რომელი სფერო უნდა გავაძლიეროთ, სად უნდა მოხდეს ხელახალი განაწილება. თავდაპირველი შეფასების საფუძველზე შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს. საზოგადოებას პოლიციის იმედი აქვს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას იმედი გავუცრუოთ", - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.


გიორგი მღებრიშვილი ინტერვიუში გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც შს მინისტრად მისმა დანიშვნამ "რესპუბლიკელები" გაანაწყენა.


"ამ საკითხზე არაფერი ვიცი. თუმცა, რომც ვიცოდე, შს მინისტრი რაც ნაკლებს ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, მით უკეთესი იქნება ეს პოლიციის საქმიანობისთვის", - განმარტავს გიორგი მღებრიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი