მოკლულია 7 ადამიანი და დაჭრილი 10 სხვა თურქეთის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. როგორც „ევრონიუსი“ რეგიონის გუბერნიის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, გზაზე დადებული მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც მას სატრანსპორტო საშუალებამ ჩაუარა, რომელსაც სოფლელები გადაჰყავდა.
გუბერნიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სავარაუდოდ, „ქურთების მუშათა პარტიის“ მიერ იყო დადებული. ხუთშაბათ საღამოს აფეთქება დიარბაქირის პროვინციის კულპის რაიონში მოხდა, განაცხადეს გუბერნიის ოფისში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.