ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლებისა და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავების პირველი სამუშაო შეხვედრა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების“ ოფისში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, ორივე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, განსახილველი ძირითადი თემები იყო:
• საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესის მიმოხილვა;
• დაინტერესებული მხარის განსაზღვრა;
• დაცული ტერიტორიების ზონირება.
"შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. მონაწილეთა აქტიური მონაწილეობა იმის მაჩვენებელია, რომ განსახილველი თემა მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია ჩვენი რეგიონისთვის. სასურველია, რომ დაინტერესებული მხარეთა მონაწილეობა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტში იყოს ეფექტური, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა კი უფრო მჭიდრო. შეხვედრა შთააგონებს დადებით იმედებს ჩვენი რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის", აცხადებენ ახალქალაქის საკრებულოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.