„ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისთვისაც ივანიშვილი მტერია. უბრალოდ, რთული დასაჯერებელია, რომ რაღაც ეტაპზე ისინი ისევ არ გარიგდებიან - რადგან მათ შორის პრობლემა არა პოლიტიკურ-ღირებულებითი, არამედ პირადი ხასიათისაა“, ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას დაურეკა და საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანა სთხოვა.
„ანუ პირადად იმ სამკუთხედთავა ავადმყოფმა დაურეკა, ერთი საათი „ძალიან მეგობრულად“ არწმუნებდა, საკონსტიტუციო სარჩელი გაიხმე, რომ რუსთავი 2 უფრო ადვილად წავიღოო, თან ქუჩურად ეფერებოდა - განა გაძალებ (ჩემ შვილსაც არ დავაძალებ არაფერს), იმენნა გთხოვო.
უსმენ და პარალელურად ეროსი კიწმარიშვილის გვამი გიდგას თვალწინ, რომელმაც ეს ტიპი დააჩელენჯა, სანამ რუსთავი 2-ის წაღებას დააპირებ, თვალებში ჩამხედეო...
რთულია, ბაზარი არაა. მაგრამ ამ ცივსისხლიან კრიმინალთან გარიგებაში (თან მიამიტ მოლოდინებზე დაფუძნებულ ცალმხრივ გარიგებაში) შესვლა სერიოზული ლაქაა. გარდა ამისა, ეგ რომ ერთადერთი გარიგება ყოფილიყო, კიდევ ჰო - მერე იყო მოღალატე ზურაბიშვილისთვის საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის წინ...
მიუხედავად ამისა, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისთვისაც ივანიშვილი მტერია (ივანიშვილის მტერი ხომ საქართველოს მეგობარია?). უბრალოდ, რთული დასაჯერებელია, რომ რაღაც ეტაპზე ისინი ისევ არ გარიგდებიან - რადგან მათ შორის პრობლემა არა პოლიტიკურ-ღირებულებითი, არამედ პირადი ხასიათისაა“, აცხადებს ბიბილაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.