ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ, – უთხრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის სასახლეში მასთან ვანო ჩხარტიშვილის და მაშინდელი გენერალური პროკურორის თანდასწრებით შეხვედრა შედგა, სადაც ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა მას „პატარა სასამართლო“ მოუწყო.
„იცით, როგორ მისვამთ კითხვას? რომ ფაქტი მომხდარია და ჩემი შეფასება გინდათ. ჯერ დაადასტურეთ ფაქტი, იყო თუ არა შეხვედრა, ვინ იყო ამ შეხვედრაზე. არ ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, არ ვყოფილვარ და აბა, რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ რის სანდო. მე ვიცი ერთი რამ, ამ შეხვედრის შესახებ არ მსმენია და არ ვყოფილვარ. დანარჩენი, თქვენ მითხარით ქართულ პოლიტიკაში ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო“, – განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.