ზურაბ აბაშიძე აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე: ეს არის სრული უკანონობა, საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფა
24-08-2015, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


„პროვოკაციად არ ვაფასებ ამას. ვაფასებ უკანონობად. ეს არის სრული უკანონობა, საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფაა ის, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არანაირად არ არის, რომ ჩვენს გარეშე ხდება ეს ყველაფერი, რომ იგნორირებულია ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპები. ამის გაჩერების საშუალება ჩვენ რეალურად არ გვაქვს. თუ დავიწყებთ ამის განხილვას, პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება ფორმალური, რომ თუ თქვენ ეს გაინტერესებთ, ამის შესახებ ესუბრეთ აფხაზებს და აფხაზებთან ჩვენ ამის თაობაზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა აბაშიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერლმა დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი რკინიგზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა ენგურის ხიდამდე. ადგილზე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 500 სამხედრო მუშაობს. მისივე თქმით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და მას ჰუმანიტარული მიზნები აქვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი