რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ“
13-09-2019, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო ბლოკებში ითრევენ და ამის მოტივაციად დასავლეთი „ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებს“.

 


„თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ. მსურს შეგასხენოთ, რომ სწორედ აშშ-ის ზეწოლით მიღებულმა 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს „გარანტირებული“ შესვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო აღქმული, როგორც პირდაპირი სიგნალი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ამ აგრესიამ, საბოლოო ჯაში, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია, რომლის წინაპირობები და მიზნები დასავლელი ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიერ ჯიუტად უგულვებელყოფილია“, – განაცხადა მარია ზახაროვამ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით „აძლიერებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს“.

 


„ჯამში, გასული წლების განმავლობაში ქართული აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც შედგნენ, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ორივე რესპუბლიკაში მოქმედებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების სისტემა, ვითარდება პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული პროცესები, შენარჩუნებულია ეროვნული კულტურა და თვითმყოფადობა. რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც გვარდება (ზოგიერთი წარმატებით, ზოგიერთის გადაწყვეტილება კი ჯერ მოსაძებნია)“, – განაცხადა ზახაროვამ, რომლის თქმითაც, „სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო პოზიციები მყარდება“. ამის ბოლო მაგალითად მან სირიასთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დაასახელა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩასვლას ურჩევს.

 


„თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურება, სურთ, გაიგონ რეალური სიტუაცია ამ სახელმწიფოებში, შესაძლებელია იქ უბრალოდ ჩასვლა. როგორც ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში – აქვს. ეს ფასი ექვივალენტურია ბილეთის ფასის, რომელიც შეიძლება შეიძინო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს, პირდაპირ ჰკითხო მათ, რას ფიქრობენ ისინი რეგიონში და თავიანთ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ რეალიებს იმის მაგივრად, რომ მთელი ისტორია მათ ნაცვლად მოიგონო“, – განაცხადა ზახაროვამ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 


რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურება, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ავითარებს ეკონომიკას და სხვა სფეროებს დემოკრატიულ საფუძვლებზე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი