ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის ერთი დღით დაიკეტება თბილისში, თავისუფლების მოედნიდან „კონკამდე“ ქუჩები - როგორ განისაზღვრა 14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები
13-09-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის - „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

 


14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

 


კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით, შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

 


ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება.

 


მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით, როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე, მიკროავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით.

 

 

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები: #6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებენ.

 


ანალოგიურად, 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: #31, N37 და 46 და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო, 12:00 საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც, დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი, მოძრაობას მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებს.

 

 

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტობუსების N2, N25, N39 და N43, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრება.

 


ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი N44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩაუხვევენ მარცხნივ, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და კვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ. N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.

 


კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ.

 


თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი