თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 ამბულატორიის აღდგენა მიმდინარეობს
13-09-2019, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ახალთერჯოლასა და ჩხარის ამბულატორიებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

 


„მუნიციპალიტეტში წლების მანძილზე იყო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის პრობლემა. მოხარული ვარ, რომ მალე მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის რეაბილიტირებულ ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება“,– აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ახალთერჯოლაში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საგო“ შეასრულებს და მასზე 25 227 ლარი დაიხარჯება, ხოლო ჩხარში,ასევე შპს „საგოს“ მიერ, 14 235 ლარის სამუშაოები შესრულდება.

 


თერჯოლის მერიის ცნობით, ასევე რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბარდუბნის (19 055 ლარი, შპს „რონი“), ზედა სიმონეთისა (31 127 ლარი, შპს „რონი“) და სიქთარვის (39 925 ლარი შპს „მეკა“) ამბულატორიებში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი