ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ქართული ჯგუფი“, შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ გოჩა ტყეშელაშვილთან და ი/მ ტარიელ ჩიხრაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, სოფელ ქვედსა და მაჟიეთში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ბარი- მრავალძლის გზის ასფალტირების საკითხები, ასევე ისაუბრეს სოფლებში - გლოლა, ჯინჭვისსა და გომში წყლსადენის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხსა და დასრულების ვადებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.