ვანო ჩხარტიშვილი ხაზარაძეს სააკაშვილის რეჟიმის „ბიზნესის ჯალათს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძემ ფოთის წისქვილკომბინატი და მასთან მიბმული ნავმისადგომები წაართვა და ივანიშვილის ამ საქმეში ჩართვა საქმის გარჩევის სურვილით არ მომხდარა
13-09-2019, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა“, ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის სატელევიზიო ეთერში ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა თავის სოლოლაკის ბიზენსცენტრში შეხვედრაზე, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილი და მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრებოდა, მას „პატარა სასამართლო“ მოუწყო.

 


ჩხარტიშვილი, გავრცელებულ განცხადებაში, ხაზარაძეს „ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხაზარაძესთან მისი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს მისთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წაართვა.

 


განცხადებაში ჩხარტიშვილს არაერთი საქმე მოჰყავს, „რომელშიც იგი [ხაზარაძე] ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა“.

 


„სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.

 


ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.

 


ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვიცერებელი. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

 


იგი დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა, ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.

 

 

ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები: 5
#5   Jason
      
He can do it with his punching power, or do it with his wrestling capacity
if require be.

Also visit my website :: Carley
27 თებერვალი 2024 18:39
#4   Homer
      
If you are undecided about which internet site tto join, we suggest
signing up with BetOnline.

Here is my blog - 토토사이트
27 თებერვალი 2024 10:33
#3   Elissa
      
A great bonus to get you began and then a mainstay of your sports betting knowledge from then on.

Also visit my webpage Betway korea
26 თებერვალი 2024 22:12
#2   Dannielle
      
We are confident that any promo for bet365 Maryland will be very attractive and come with terrific odds.
25 თებერვალი 2024 11:51
#1   Jenalea
      
Thank you for the good writeup. It in fact was a amusement account it.
Look advanced to more added agreeable from you!
However, how could we communicate?

Feel free to visit my webpage :: Jamisa
23 თებერვალი 2024 17:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი