ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების - ხიდეშლების და მაჟიეთის მოსახლეობას შეხვდა.
ონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ყოფით პრობლემებზე, რომლიც შეეხება სასმელი წყლის რეაბილიტაციის საკითხს. ასევე დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.

სოფელი ხიდეშლები - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის და თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები.
სოფელი მაჟიეთი-წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.

მერმა ასევე მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში „სახაზოსკენ“ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყისი ეტაპი. შემსრულებელი-შ.პ.ს პირამიდა. ღირებულება- 231448ლ. დაფინანსების წყარო-სტიქიის სალიკვიდაციო ფონდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.