მაია ფანჯიკიძემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
12-02-2014, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს უწყების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 


როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დოკუმენტში თავმოყრილია "სამინისტროს და საელჩოების დაუღალავი შრომის შედეგები". მისივე თქმით, 2013 წელი საგარეო პოლიტიკის კუთხით წარმატებული იყო.

 


"2013 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით, კერძოდ მოხდა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გამტკიცება, აღიარების რიცხვის შემცირება, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა, ახალი წარმომადგენლობების გახსნა და ა.შ. ყოველივე ეს მიმართულება იმსახურებდა იმას, რომ სათანადოდ ყოფილიყო წარმოჩენილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეგონებინა არაფერი ახალი, რადგან დასავლეთის საგარეო სასქმეთა სამინისტროების მიღებული პრაქტიკაა ნაბეჭდი წლიური ანგარიშის წარდგენა და ავირჩიეთ ეს ფორმა. ეს ნაბეჭდი მასალა ასახავს 2013 წელს სამინისტროს და საელჩოების დაუღალავი შრომის შედეგებს – მე ვამაყობ, რომ ესაა სოლიდური ნამუშევარი", – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

 

 

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს სურვილია, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრება ყოველწლიურად მოხდეს.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=8715 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი