შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს. ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
სამინისტროს ცნობით, სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.
"თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს.
სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) მეშვიდე სასაზღვრო სექტორის (ომალო) თანამშრომლებმა ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით მოამარაგეს", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.